13 მარტს ე.წ. ისნის სამხედრო ჰოსპიტალიდან აფხაზეთიდან დევნილ იზა გვაჯაიას ოჯახიც გაასახლეს. ამ მოქალაქის კერძო საცხოვრებელი სახლი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობას შეეწირა.
როგორც გვაჯაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჰოსპიტალში ის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ შეასახლა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის მიზეზით, ავლაბარში შეძენილი სახლიდან ჯერ ქირით გამოიყვანეს, მოგვიანებით კი ქირის გადახდაც შეუწყვიტეს.
„მივმართავ პრეზიდენტს, დამიბრუნოს ჩემი კუთვნილი სახლი, სადაც თვითონ დაბრძანებულა, ჩვენ კი ბავშვებითა და მოხუცებით ქუჩაში დაგვყარა“, – განაცხადა გვაჯაიამ. მისივე ცნობით, დაპირებული კომპენსაცია დღემდე არ მიუციათ. სასამართლოში კი საქმე ექვსი წელია ჭიანურდება.
ინტერპრესნიუსი