კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჭიროა თუ არა „ქართული სტრასბურგი“?

16 სექტემბერი, 2010
ოპოზიციონერი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის მტკიცებით, ვენეციის კომისია საკუთარ რეკომენდაციებში სასამართლოს საბოლოო აქტების გასაჩივრების საკითხს, აუცილებლად ასახავს.

ამის შესახებ ლორთქიფანიძემ 16 სექტემბერს ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის წევრებთან კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი სასამართლოს საბოლოო აქტების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტში ასახული არაა.

ლორთქიფანიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის წევრებსაც მიაჩნიათ, რომ ასეთი აქტების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების გადაწყვეტილება, დადებითი მიდგომა იქნებოდა.

„ისინი შეგვპირდნენ, რომ ამ დამოკიდებულებას მათ რეკომენდაციებშიც ასახავენ“, – დასძინა ლორთქიფანიძემ და კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ ინიციატივის – „ქართული სტრასბურგის“ დადებით მხარეებზე.

მისი თქმით, სასამართლოები გავსებულია უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენების მქონე მსჯავრდებულების საქმეებით.

საპარლამენტო უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ ამ ინიციატივის განხორციელება საკონსტიტუციო სასამართლოს გადატვირთავს და საბოლოოდ, მის დისკრედიტაციას შეუწყობს ხელს. ამ არგუმენტით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ამ ინიციატივის განხორციელებაზე უარი თქვა.

ინტერპრესნიუსი
 

ახალი ამბები