ბათუ საღინაძემ ევროსასამართლოში საქმე მოიგო
29.09.2010
შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ბათუ საღინაძემ საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლოში საქმე მოუგო .
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საღინაძის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა აცნობა, ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას საღინაძისთვის 90 000 ევროდ ღირებული საცხოვრებელი სახლის ან იმ კოტეჯის გადაცემა დააკისრა, საიდანაც საღინაძე 2005 წელს უკანონოდ გამოასახლეს.
ევროსასამართლომ ხელისუფლებას, ასევე, დააკისრა საღინაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 ევროს ოდენობით.
საქმე ეხება საღინაძის საკუთრების უფლების დარღვევას, რომელიც ადვოკატებს ევროსასამართლოში ჰქონდათ გასაჩივრებული.
როგორც გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, 2005 წელს საღინაძე შსს-ს მიერ საკუთრებაში გადაცემული კოტეჯიდან უკანონოდ გამოასახლეს. ყოფილ შს მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს მასთან პიროვნული დაპირისპირება ჰქონდა და სამსახურიდანაც დაითხოვა.
გარდა სამოქალაქო საქმისა, საღინაძემ სტრასბურგში მის მიმართ საქართველოში წარმოებული სისხლის სამართლის საქმეც გაასაჩივრა, თუმცა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
საღინაძეს ლევან კალაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტების გაყალბებასა და გამოძიების არაობიექტურად წარმართვაში დაედო მსჯავრი. იგი პატიმრობაში იმყოფება.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას საღინაძის კომპენსაციის გასაცემად სამთვიანი ვადა მისცა.

ინტერპრესნიუსი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას