კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გმირთა მოედანზე დაკავებულ ვეტერანებს ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში წაუყენეს

10 იანვარი, 2011
გმირთა მოედანზე დაკავებულ ვეტერანებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს , რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებულების ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ აღნიშნული მუხლები 400 ლარიან ჯარიმას ან 90 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, ნიკოლაიშვილის ვარაუდით, ვეტერანებს 400 ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმას დააკისრებენ და გამოუშვებენ.

ადვოკატები დაკავებულებს წუხელ, დაახლოებით 24:00 საათზე, დიღომში მდებარე დროებითი მოთავსების #2 იზოლატორში შეხვდნენ. როგორც ნიკოლაიშვილმა განაცხადა, ორი დაკავებული შოთა იამანიძე და მალხაზ თოფურია ნაცემები არიან. თოფურია ვარაუდობს, რომ ნეკნი აქვს გატეხილი. ადვოკატის განმარტებით, როგორც დაკავებულები ამბობენ, ისინი დაკავების დროს სცემეს, შემდეგ მათზე ზეწოლა აღარ მომხდარა.

ადვოკატ ელგუჯა ჩხაიძის ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში სულ შვიდი დაკავებული შეიყვანეს. ესენი არიან. ამურ რევიშვილი, ლევან ასათიანი, ვალერიან ძებისაშვილი, შოთა იამანიძე, მალხაზ თოფურია, შოთა ზღუდაძე და ლოვა ასატრიანი.

ისინი სამართალდამცავებმა გმირთა მოედანზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მანამდე ძალის გამოყენებით დაშალეს ვეტერანების შიმშილობის აქცია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები