კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეექვსე საპყრობილეში პატიმრები შიმშილობენ

21 იანვარი, 2011
თხუთმეტი დღეა, 4 პატიმარი ნომერ მეექვსე საპყრობილეში შიმშილობს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრს ერთ-ერთი პატიმრის დედამ აცნობა.

ირაკლი კაშია, ირაკლი შანიძე, მანუჩარ შანაძე, მამუკა ლომთაძე – ამ პატიმრებმა, პროტესტის ნიშნად სახელმწიფო ულუფის მიღებაზე უარი განაცხადეს.

ერთ-ერთი მოშიმშილის - ირაკლი კაშიას დედის, ნონა კაშიას განცხადებით, პატიმრები აპროტესტებენ უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს და უკანონოდ ჩატარებულ გამოძიებას. ასევე, ითხოვენ საპატიმროში პირობების გაუმჯობესებას.

„პატიმრებს მუდმივად სცემენ და ამიტომ საპყრობილებში არსებულ არაადამიანურ პირობებს აპროტესტებენ. ამდენი დღეა, შიმშილობენ და ყურადღებას არავინ აქცევს! არავინ მისულა მათთან და არ უკითხავს, რას ითხოვდნენ, რატომ შიმშილობდნენ, რა აქვთ სათქმელი“, - აცხადებს ნონა კაშია.

მისი თქმით, პატიმრები შიმშილობას არ შეწყვეტენ, ვიდრე მათ ყურადღებას არ მიაქცევენ და არ მოუსმენენ.

სალომე აჩბა

ახალი ამბები