კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფილიპ დიმიტროვი: „თუ საქართველო შეთანხმებას არ შეასრულებს, ევროპის კარი დაიხურება“

18 მარტი, 2011

„თუ საქართველო სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებას წარმატებით არ შეასრულებს, ჩვენ ევროპის დახურული კარის წინაშე აღმოვჩნდებით“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა სასტუმრო „რედისონში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის“ პრეზენტაციისას.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გამარტივებულიც არ უნდა იყოს შესვლა ევროპის ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ლეგალურ საფუძველზე უნდა იმყოფებოდნენ.

„სავიზო და რეადმისიის შეთანხმება ერთი მედლის ორი მხარეა და შეუძლებელია, ერთ-ერთის წარმატებით განხორციელება მეორის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის დახურული კარის მიღმა აღმოვჩნდებით. კარი დახურული რჩება თუ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები ამ შეთანხმების შესრულებისათვის. სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოს მოქალაქეებს ცვლილებებს ერთბაშად არ მოუტანს. აუცილებელია, რომ ადამიანები აკმაყოფილებდნენ გარკვეულ სამართლებრივ მოთხოვნებს. ყველა ადამიანი, რამდენადაც გამარტივებული არ უნდა იყოს შესვლა ევროპის ტერიტორიაზე, აუცილებლად ლეგალურ საფუძველზე უნდა იმყოფებოდეს“, - განაცხადა დიმიტროვმა.

ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის ხელშეკრულება 1 მარტიდან ამოქმედდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები