კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაშა თორდია: „სამართალდამცველებს 26 მაისს გადაჭარბებული ძალის გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“

6 ივნისი, 2011

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას მტკიცებით, სამართალდამცველებს, რომლებმაც 26 მაისს აქციის დაშლის დროს გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ამის შესახებ თორდიამ საქართველოში აშშ-ს ელჩის, ჯონ ბასის მიერ „სახალხო კრების“ აქციის დაშლის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„ყველა ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში შიდამოკვლევა ჩატარდება და საბოლოო ჯამში, გამოძიება დააყენებს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა, მოხდა თუ არა ძალის გადაჭარბება ცალკეული სამართადამცველების მხრიდან“, - აღნიშნა თორდიამ.

ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აუცილებელია, მოხდეს გამოკვლევა, რა სახის ძალის გადაჭარბებაზეა საუბარი.

„უნდა გავიგოთ, იყო დაუმორჩილებლობა და ამას მოჰყვა ზედმეტი ძალის გამოყენება თუ არა. თუ არ იყო დაუმორჩილებლობა და ზედმეტი ძალა ისე გამოიყენეს, ამ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის შეფასებით, 26 მაისის აქციზე პროტესტის გამომხატველთა შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მოვლენების ძალადობრივ განვითარებით იყვნენ დაინტერესებულები, თუმცა მეორეს მხრივ აქციის დაშლის დროს და მას შემდეგ, ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებას.

ჯი-ეიჩ-ენი

ახალი ამბები