კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოსო ცინცაძე დაკავებული ფოტორეპორტიორებს საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ყველა დეტალის გაცნობას ითხოვს

8 ივლისი, 2011

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დაკავებული ფოტორეპორტიორებს საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ყველა დეტალის გაცნობას ითხოვს.

მისი თქმით, დროთა განმავლობაში, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული, ძიების გარკვეულ მონაკვეთში საქმეს გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას, ხოლო სასამართლო პროცესი მაქსიმალურად გახსნილი იყოს.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ჯანდაბა გადაიღეს ასეთი ფოტოგრაფებმა და რა ზიანი მიადგა ამით ქვეყანას. ჩვენ თუ დემოკრატია და გამჭირვალობა გვინდა, ასე უნდა იყოს და შესაძლოა, ამან ხელი შეუწყოს კიდეც ზოგადად საზოგადობისა და ქვეყნის წინაშე ჟურნალისტების პასუხიმგებლობის ხარისხის ამაღლებას“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სოსო ცინცაძემ ფოტორეპორტიორების დაკავების ფაქტის კომენტირებისას.

სოსო ცინცაძის თქმით, მისთვის, როგორც ყოფილი ჟურნალისტისთვის, რომელიც პრესის თავისუფლების პრინციპის მომხრეა, მტკივნეულია იმის კონსტატირება, რომ ქართული პრესა მეოთხე ხელისუფლებად ვერ იქცა.

პოლიტოლოგი ამის მიზეზს შევარდნაძის პერიოდს უკავშირებს, როცა პრესას მაქსიმალური თავისუფლება ყოველგვარი პასუხიმგებლობის გარეშე ჰქონდა მინიჭებული.

„პრეზიდენტი შევარდნაძე შესაძლოა, სწორადაც ტრაბახობდა, რომ მისი მმართველობის დროს პრესა თავისუფალი იყო, მაგრამ ის, რომ დღეს პრესსა ხშირ შემთხვევაში უპასუხისმგებლოა, სწორედ შევარდნაძის პერიოდიდან მოდის“, - მიიჩნევს ცინცაძე.

ამასთან, მისივე თქმით, ჟურნალისტთა კორპუსის გარკვეული ნაწილის საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქართულ მედიას ავტორიტეტს არ მატებს.

„ჟურნალისტები ხელშეუხებელი პერსონები არ უნდა იყვნენ. თეორიულად ყველა პროფესიის ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ ვიდრე ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო არ მიიღებს, მტკიცება იმისა, რომ ისინი ქვეყნის წინაშე დამნაშავეები არიან, ამის მტკიცების უფლება ბრალდების მხარის გარდა არავის აქვს“, - დასძენს სოსო ცინცაძე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები