კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამუკა ახვლედიანი 25 თებერვალს აცხადებდა, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა არც ერთი თეთრით არ გაძვირდებოდა

18 ივლისი, 2011
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი 25 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზე აცხადებდა, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა არც ერთი თეთრით არ გაძვირდებოდა.

15 ივლისს კი თბილისში ახალი „ფორდის“ მარკის სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდა. მგზავრობის ღირებულება 80 თეთრი გახდა, რაც მგზავრების უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა მერიის ინფორმაციით, 80 თეთრი მხოლოდ პირველი მგზავრობა ეღირება, მეორე მგზავრობის ღირებულება კი 65 თეთრს შეადგენს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მგზავრობის ფასის ნახევარს გადაიხდიან, თანხის დარჩენილ ნაწილს მერია დაფარავს.

მამუკა ახვლედიანის განცხადების ტექსტი თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 25 თებერვალს გაკეთებული განცხადების ტექსტს „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მოგეხსენებათ, თბილისის მერიამ სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი გამოაცხადა. ამჟამად გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები, რომლებმაც ქალაქი ლოტების მიხედვით გადაინაწილეს. ტენდერის პირობების თანახმად, მძღოლები სურვილის შემთხვევაში სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ და დღიური გადასახადი 10 ლარით განისაზღვრა. ამასთან, მძღოლებს ეძლევათ შესაძლებლობა 5 წლის მანძილზე ის სამარშრუტო ტაქსი გამოისყიდონ, რომელსაც მათ კომპანია გადასცემს. სატენდერო პირობების თანახმად, მგზავრობის საფასური არც ერთი თეთრით არ გაიზრდება, რაც თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არის მნიშვნელოვანი სიახლეც. წლევანდელი წლიდან, მას შემდეგ რაც კომპანიები სრულყოფილად დაიწყებენ მუშაობას, სოციალურად დაუცველი ადამიანები სამარშრუტო ტაქსებზე ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, შეღავათებით ისარგებლებენ“, – აღნიშნულია მამუკა ახვლედიანის განცხადებაში.

მგზავრები, რომლებმაც 15 ივლისს ისარგებლეს „ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსებით, აცხადებენ, რომ კომფორტი და უსაფრთხოება მისასალმებელია. თუმცა, უმრავლესობა გაზრდილ ფასს - 80 თეთრს აპროტესტებს.

ფასთან დაკავშირებით უკმაყოფილების შესახებ საუბრობენ მძღოლებიც. რაც შეეხება სამუშაო პირობებს, მძღოლები აცხადებენ, რომ მუშაობა მათთვის ბევრად უფრო კომფორტული გახდა და კმაყოფილნი არიან ანაზღაურებითაც. მძღოლების განცხადებით, მათ დამქირავებელი კომპანია დღეში 40 ლარს უხდის.

ახალი ამბები