კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკრაინაში საქართველოს საელჩომ FEMEN-ს და ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა და მოძალადე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა

19 ივლისი, 2011

18 ივლისს უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე საელჩოს თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. ამის თაობაზე საელჩომ განცხადება იმავე დღეს გაავრცელა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს საელჩო უკრაინაში სინანულს გამოთქვამს დღეს კიევში, საქართველოს საელჩოს შენობის წინ გამართულ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც საელჩოში შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მომუშავე დაცვის თანამშრომელმა ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენა აქციის მონაწილეებსა და ფოტორეპორტიორს“.

„საქართველოს საელჩო უკრაინაში ბოდიშს უხდის აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებსა და უკრაინის საზოგადოებას მომხდარის გამო“, – ნათქვამია ოფიციალური თბილისის განცხადებაში. 

როგორც ცნობილია, უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ Комментарии-ს ჟურნალისტი ცემა. როგორც ГолосUA იუწყება, ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა განაცხადა, რომელიც კიევში ქალთა მოძრაობა FEMEN-ის აქციას იღებდა.

მისივე თქმით, აქტივისტები საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით ფოტოგრაფების დაკავების წინააღმდეგ თეატრალიზებულ აქციას მართავდნენ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საელჩოსთან ბუტაფორული ფოტოაპარატებით და პლაკატით No Photo - No Democracy მივიდნენ.

როგორც ჟურნალისტი ყვება, ამ დროს საელჩოს შენობიდან მამაკაცი გამოვიდა და ყოველგვარი წარდგენის გარეშე აქტივისტების დაშლა დაიწყო, შემდეგ კი ფოტოგრაფებისა და ოპერატორებისგან გადაღების შეწყვეტა მოითხოვა.

ჟურნალისტების აღშფოთების შემდეგ მამაკაცმა Комментарии-ს ფოტოკორესპონდენტს თავში ჩაარტყა.

ამ დროისთვის დაზარალებული ფოტოკორესპონდენტი საავადმყოფოში გამოკვლევისთვის იმყოფება. იგი აცხადებს, რომ თავი ძალიან სტკივა და ეჭვობს, რომ შესაძლოა, ტვინის შერყევა აქვს.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს ინფორმაცია უკვე მიეწოდათ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები