კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მიშამ ჩვენს თვალში ავტორიტეტი დაკარგა“

9 სექტემბერი, 2011

ფოთში, პროფესიული კოლეჯის გახსნაზე მყოფ მიხეილ სააკაშვილთან 78 წლის ფოთელი თათუშა მიქაძე დაცვამ არ მიუშვა. კოლეჯიდან გამოსული პრეზიდენტი, საგანგებოდ მიყვანილ ადგილობრივ მოსახლეობასა და საჯარო მოხელეებს გაესაუბრა. მიქაძეს კი დაცვამ მასთან მიახლოების საშუალება არ მისცა.

თვითმხილველის თქმით, მოხუცმა კივილი დაიწყო. ამის შემდეგ, დაცვამ ის კოლეჯის ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა და პრეზიდენტის წასვლამდე არ გამოუშვა.

პრეზიდენტისა და ჟურნალისტების თვალს გარიდებული მოხუცი, სააკაშვილის წასვლის შემდეგ, კოლეჯის შენობიდან გამოიყვანეს. მას ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია და რამდენიმე ახლაგაზრდა მამაკაცი აცილებდა. მიუხედავად, თანმხლები ახალგაზრდის მცდელობისა, მოხუცმა tspress.ge-სთან მოახერხა ეთქვა, რომ პრეზიდენტისთვის არც სიტყვის თქმის და არც წერილის გადაცემის საშუალება არ მისცეს. „როგორ მიგიშვებდნენ, როცა შენ მოხვედი პრეზიდენტი უკვე წასული იყო“-ეუბნებოდა მოხუცს, დარეჯან ცხვიტარია. მიქაძის თქმით, კი მისი მისვლისას პრეზიდენტი მოსახლეობას ესაუბრებოდა, მაგრამ დაცვამ მიახლოების საშუალება არ მისცა.
„მიშამ, მისი მოქცევით ჩვენს თვალში ავტორიტეტი დაკარგა,“– მტირალი მოხუცის დანახვაზე თქვა იქვე მყოფმა ქალბატონმა.

მოგვიანებით, tspress.ge-სთან საუბრისას, თათუშა მიქაძემ გაიხსენა, რომ პრეზიდენტისთვის განცხადების მიცემას ცდილობდა, როცა დაცვის წევრებმა გააკავეს. „წავიქეცი. კივილი, რომ დავიწყე, პირზე ხელს მაფარებდნენ. შენობაში შემიყვანეს, ცუდად ვიყავი და წყალს მასხამდნენ, პრეზიდენტი რომ წავიდა, მერე გამომიყვანეს “, - განაცხადა მან

მიქაძეს, რომელიც მარტოხელა პენსიონერია, პრობლემები ყოფილ მომვლელებთან, მაყვალა და არკადი ბარქაიებთან აქვს, რომლებიც მას ფოთში, საცხოვრებელ ბინას ედავებიან.

ფოთისა და ქუთაისის სასამართლოებმა ბარქაიებსა და მიქაძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურად ცნეს, თუმცა მოგვიანებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ბარქაიები გაამართლა. რამდენიმე თვეა 78 წლის მოხუცი ბინიდან გამოსახლების მოლოდინშია.

tspress.ge

ახალი ამბები