კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ურჩ გარემოვაჭრეებს შვიდდღიანი პატიმრობა ემუქრებათ

28 სექტემბერი, 2011

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, ურჩ გარემოვაჭრეებს შვიდდღიანი პატიმრობა და გარევაჭრობის საგნის ჩამორთმევა ემუქრებათ.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 27 სექტემბერს პირველი მოსმენით მიიღო და დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, თუ პირი თბილისში სპეციალური ნებართვის გარეშე ეწევა გარევაჭრობას და შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის განკარგულებას და მოთხოვნას არ დაემორჩილება, მას ან 50 ლარით დააჯარიმებენ და ვაჭრობის საგანს ჩამოართმევენ, ან შვიდდღიან პატიმრობას შეუფარდებენ და ამ შემთხვევაშიც ვაჭრობის საგანს ჩამოართმევენ.

კანონპროექტის მიხედვით, დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები