კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში სასურსათო მაღაზიებში პურის დეფიციტია

3 აპრილი, 2012

კახეთში სასურსათო მაღაზიებში პურის დეფიციტია. ინდმეწარმეების თქმით, პურზე დეფიციტი შემოსავლების სამსახურის ახალმა წესმა გამოიწვია, რომელიც დისტრიბუტორებს საქონლის მიწოდების შემთხვევაში ელექტრონული ზედნადების შევსებას ავალდებულებს.

„ყველა ინდმეწარმეს კომპიუტერი არ აქვს, ზოგს აქვს და ინტერნეტში არ არის ჩართული, რის გამოც ელექტრონული ზედნადებების შევსებას და გაგზავნას ვერ ვახერხებთ. პურს მხოლოდ ადგილზე, თონეებში ვყიდით“, - აღნიშნეს პურსაცხობების მეპატრონეებმა.

შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შევსება დისტრიბუტორებს 48 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

„ელექტრონული ზედნადების შევსების შემდეგ, ხდება მისი გააქტიურება (ტრანსპორტირების დროის მითითებით), ამის შემდეგ ელექტრონულ ზედნადებს ენიჭება უნიკალური ნომერი. ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საქონლის მიმღები პირის შესახებ მონაცემების შევსება და ელექტრონული ზედნადების დახურვა. სასაქონლო ზედნადების ელექტრონულად გამოწერით მეწარმეები ადამიანური რესურსების და დროის დაზოგვას შეძლებენ. ამ სიახლით, გადამხდელს საშუალება ეძლევა, მოაწესრიგოს აღრიცხვიანობა, მინიმუმამდე შეამციროს შევსების დროს შეცდომების დაშვების რისკი და უზრუნველყოს ინფორმაციის დაცულობა“, - განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო 1-ლი აპრილიდან გახდა. მანამდე არსებობდა ჩვეულებრივი არამკაცრი აღრიცხვის ფორმა და ნებისმიერს შეეძლო ზედნადები ქაღალდზე გამოეწერა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები