კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო მოსამსახურეებს ფინანსთა სამინისტროსთვის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნებათ

20 აპრილი, 2012

საჯარო მოსამსახურეებს ფინანსთა სამინისტროსთვის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნებათ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი დღეს განიხილავს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, საჯარო მოსამსახურის მიერ დეკლარაციის წარდგენას არც რაიმე საგადასახადო მიზანი ჰქონდა და არც გამჭვირვალობას უწყობდა ხელს, რადგან მისი გამოქვეყნება არ ხდებოდა.

შესაბამისად, უქმდება საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურში შესვლისას და შემდგომ ყოველწლიურად, ფინანსთა სამინისტროსთვის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.

შესაბამისად, ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ, დეკლარაციების ყოველწლიურად შევსების და საჯარო სამსახურის ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება მხოლოდ თანამდებობის პირებს ექნებათ.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე არიან. კანონპროექტი პარლამენტში გასული წლის ოქტომბერში იყო ინიცირებული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები