კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

15 მაისი, 2012

ძლიერი წვიმის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქისტაურში, მატანსა და ოჟიოში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სასოფლო - სამეურნეო სავარგულები დაიტბორა.

როგორც დაზარალებულებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ძლიერი წვიმების დროს უკვე რამდენიმე წელია სახლები და ნაკვეთები ეტბორებათ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევთ.

„წუხელ ღამის 3 საათზე შემოვარდა წყალი, ყველა მხრიდან შემოდიოდა, ვიდექით და ვუყურებდით, ვერაფერს ვერ ვაკეთებდით. პირველი სართული სულ დაიტბორა და თუ რამე საკვები გვქონდა, ყველაფერი გაგვიფუჭა. პირველი წელი კი არ არის რაც ასე ხდება, მეოთხედ თუ მეხუთედ შემოვარდა წყალი სახლებში და არც სანიაღვრე არხების მოწესრიგებას დაადგა საშველი და არც დახმარებას გვაძლევენ. ადრე შინელები, რეზინის ჩექმები და ასეთი რაღაცეები მოგვიტანეს, მასხარად აგდება იყო, მეტი არაფერი. დილას დავრეკეთ საკრებულოში და სტუმრები გვყავს, ვერ მოვალთო გვითხრეს“, - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაზარალებულებმა.

ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები