კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდია „GNS“-ის ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

5 ივნისი, 2012

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო 11 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან, სტუდია „GNS“-ის ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 333-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.
 
როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სტუდია „GNS“-ის პროდიუსერმა ნინო ჯაფარიძემ განუცხადა, ჟურნალისტები გორში, საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე 5 ივნისს არიან დაბარებულები.
 
შეგახსენებთ, რომ 11 მაისს, სტუდია „GNS“-ის ოპერატორს ზურა პატარიძეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის გადაღების უფლება არ მისცეს. დაცვის პოლიციის თანამშრომელმა გიგა წიკლაურმა ტელეოპერატორი უცენზურო სიტყვებით აგინა, ფიზიკური ძალადობით დაემუქრა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა სტუდია „GNS“-ის ოპერატორი გამგეობის შენობას იღებდა. ოპერატორი გამგეობის შესასვლელიდან დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით იდგა. დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ოპერატორს უთხრა, რომ გამგეობის შენობის გადაღების უფლება მხოლოდ 50 მეტრიდან ჰქონდა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები