11:50, Monday, 09.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „საქართველო არ იყიდება“-სა და მმართველი პარტიის უკანონო გარიგებაზე საუბრობს

22.08.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“-სა და მმართველი პარტიის უკანონო გარიგებაზე საუბრობს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვებ გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“ არის იურიდიული პირი და მის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ უსასყიდლოდ გადაცემული ვიდეოკლიპები უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა ითვლება შემოწირულებად. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას ეკრძალება შემოწირულებების მიღება იურიდიული პირებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მიიჩნევენ, რომ გარიგების მონაწილე მხარეთა მიმართ უნდა გატარდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებული ზომები - მიღებული/გადაცემული ქონების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

20 აგვისტოს ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიგა ნასარიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ პარტიას, რომელიც მათ პოზიციას იზიარებს, ორგანიზაცია უფასოდ სთავაზობს საარჩევნო თემატიკის ვიდეოკლიპებს.

ნასარიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გამოეხმაურა მათ შეთავაზებას და აღნიშნულ პარტიას უსასყიდლოდ გადასცეს ვიდეორგოლები, რომლებიც უკვე ზოგიერთი ტელეარხით გადაიცემა. აღნიშნულ ფაქტს მმართველი პარტიის პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილიც ადასტურებს.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC