კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონში სიები გადამოწმებულია

12 სექტემბერი, 2012

ხონის #55-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სიებზე მუშაობა დაასრულა. ოლქში 29 საარჩევნო უბანია და ამ დროისთვის 24 259 ამომრჩეველია დაფიქსირებული.

საოლქო კომისიაში ამ ეტაპზე დარღვევა არ დაფიქსირებულა და არც ერთი პოლიტიკური სუბიექტიდან საჩივრის წერილი არ შესულა. ხონში საარჩევნო მარათონში ჩართული პოლიტიკური პარტიები ამ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, მათი ყურადღება სპეციალურ უბნებზე მახვილდება. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფსიქიატრიული დაწესებულება და საჯარისო ნაწილია გახსნილი, სადაც შესაძლოა, კიდევ ორი უბანი გაიხსნას.

ხონის საოლქო კომისიის თავჯდომარე ია კუჭუხიძე ამბობს: „თუ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 50-ზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდება, მაშინ კიდევ ერთი უბანი გაიხსნება. თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ზე ნაკლები იქნება, მაშინ ფსიაქიატრიული დაწესებულების ამომრჩევლები სოფელ ქუტირის საარჩევნო უბნის გადასატან ყუთს მიემაგრება. საჯარისო ნაწილში კი, სავარაუდოდ, უბნის გახსნა აუცილებელი იქნება“.

მარი ტაბიძე, ხონი

ახალი ამბები