03:15, Sunday, 05.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ფიგურირებს?!

05.10.2012
კახა ბუცხრიკიძეს იცნობენ, როგორც ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელს და მისი მითითებების უსიტყვოდ შემსრულებელს. ამბობენ იმასაც, რომ 2006 წელს ციხის ბუნტის დარბევას უშუალოდ ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდაო.

გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, კახა ბუცხრიკიძე 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევაშიც მონაწილეობდა. იმ დროისთვის ბუცხრიკიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

თუმცა ბუცხრიკიძის სახელი ყველაზე ხმამაღლა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში დაფიქსირდა. საუბარია სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებულ კადრებზე, რომელიც გავრცელებულ ვიდეოებს შორის ციხეებში ადამიანის ღირსების შემლახავ ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ ეპიზოდს წარმოადგენს.

კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფილ პატიმარს სიგარეტის მოწევას სთავაზობს (ის ვიდეომასალაში არ ჩანს. თუმცა, ხმა საკმაოდ გარკვევით ისმის) სწორედ კახა ბუცხრიკიძეა.

ამ ბრალდებას თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი საკმაოდ თავაზიანად და დარწმუნებული უარყოფს.

ბუცხრიკიძეს ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებას ურჩევს დიმიტრი ლორთქიფანიძე, რაც აუდიო და ვიდეომასალაზე დაფიქსირებული ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციას გულისხმობს.

ვიდეო

პალიტრა.ტვ

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC