კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი გიორგი ჩუბინიძე ბაჩო ახალაიას ცემასა და წამებაში ადანაშაულებს

5 ოქტომბერი, 2012

ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმარი გიორგი ჩუბინიძე ბაჩო ახალაიას პირადად მის ცემასა და წამებაში ადანაშაულებს და ამ ბრალდებით სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ამ გადაწყვეტილებაზე „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულის დედა ბელა ლორთქიფანიძე ესაუბრა.

ლორთქიფანიძის ცნობით, საქმე ეხება 2006 წელს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც, მსაჯვრდებულის დედის ინფორმაციით, ცნობილ ბუნტამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა ადგილი და, რა დროსაც ახალაია პენიტენციალურ სისტემას ხელმძღვანელობდა.

„ჩემი შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში დაჭრილი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწვა. მას ბარძაყის ძვალი დამსხვრეული ჰქონდა, ჭრილობები კი იმდენად მძიმე იყო, ექიმებმა ოპერაციის გაკეთებისგან თავი შეიკავეს და 14-კილოიანი გირები დაკიდეს. ასეთ მდგომარეობაში გაუნძრევლად ექვსი თვის განმავლობაში უნდა ყოფილიყო. ერთ ღამეს, უფრო ზუსტად კი შუაღამით, ბაჩო ახალაია გახეთქილი მთვრალი, შამპანურით ხელში, მცველებთან ერთად იმ საკანში შევიდა, სადაც გიორგი იწვა. მან საკუთარი ხელით დაშალა და გამოაცალა ფეხში გაყრილი რკინები, რითაც 14-კილოიანი გირები იყო დაფიქსირებული, ძირს დაყარა ისინი და მწოლიარე ავადმყოფს „დუბინკა“ ურტყა. გიორგი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა, ფეხი არ გაენძრია, რათა ძვლები არ დაცილებოდა ერთმანეთს. ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში იყო დილამდე, ვიდრე ციხის საავადმყოფოს ტრავმატოლოგი ნახავდა“, - აცხადებს მსჯავრდებულის დედა.

რაც შეეხება მომხდართან დაკავშირებით ახალაიასთვის პასუხის მოთხოვას, ბელა ლორთქიფანიძის თქმით, „ჩივილს აქამდე აზრი არ ჰქონდა, რადგან სამართალს მაინც ვერ იპოვიდნენ“. თუმცა, ახლა სასამართლოს მიმართავენ, რადგან თვლიან, რომ „ახალაია აუცილებლად უნდა დაისაჯოს“.

დედის ინფორმაციით, გიორგი ჩუბინიძე 2002 წელს ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და თავისუფლება 7 წლითა და 6 თვით აღუკვეთეს. 2005 წლიდან ის სასჯელის მოხდას ფსიქიატრიული დაწესებულის სასჯელაღსრულებით ნაწილში განაგრძობს, საიდანაც გაქცევა სცადა და სწორედ ამ დროს დაჭრა ბადრაგმა ფეხის არეში. ამ ქმედების გამო ჩუბინიძეს 14-წლიანი პატიმრობა დაუმატეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები