კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფულადი ჯარიმა ქუთაისში მომხდარი ინციდენტისთვის

24 დეკემბერი, 2012

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის ქუთაისში ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტის ექვს მონაწილეს ას-ას ლარიანი ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ჯარიმის დაკისრება შოთა ჟღენტის, გიორგი ბოდოკიას, გიორგი ვარდანიძის, რაფაელ ლომთაძის, ზაზა ადეიშვილისა და თამაზ მახარეიშვილისთვის ბრალდების მხარემ მოითხოვა.  სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს გაიმართა.

ინციდენტი 19 დეკემბერს, იმ დროს მოხდა, როცა პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისში შეხვედრას მართავდა. შენობის გარეთ, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი აქციის მონაწილეები, სააკაშვილს ოფისის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ.  ტერიტორიიდან პრეზიდენტი  დაცვამ გაიყვანა, რასაც მხარეებს შორის შეხლა-შემოხლა მოყვა.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები