კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სენაკის სამხატვრო სკოლის შენობა საგანგაშო მდგომარეობაშია

27 დეკემბერი, 2012
 
სენაკის სამხატვრო სკოლის დირექცია და პედაგოგები შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებასა და ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას ითხოვენ.  სამხატვრო სკოლა ორსართულიანი შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. ოთახებში, სადაც ბავშვები მუშაობენ, სინესტეა, კედლებიდან ცვივა ბათქაში და წვიმის წყალი საკლასო ოთახებში ჩადის. სკოლას არ აქვს ქანდაკებისა და ძერწვის სახელოსნო, არც ხატწერისთვის აუცილებელი საღებავები. 

„მინდა ბავშვებს ხატწერა შევასწავლო, მაგრამ ამის არანაირი პირობები სკოლაში არ არის. ამისთვის თავისებური პირობებია საჭირო. მაგიდებისა და საღებავების პრობლემაა. კალკები და დაფები გვინდა“, - გვითხრა სკოლის პედაგოგმა ნუკრი გერსამიამ. 

მხატვარი ხვიჩა ბებიაც ცუდ პირობებს უჩივის: „ბავშვების პირდაპირ ბეტონზე დგანან. ლინოლიუმი კი არის დაფარებული ბეტონის იატაკზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. როგორ შეიძლება ბავშვები ასეთ სინესტეში სწავლობდნენ? ჯანმრთელობა თუ შეელახა მომავალ თაობას, მაშინ რაღა მხატვრობაზე და ხელოვნებაზეა საუბარი?! ბავშვებში არის პოტენციალი, სურთ ქანდაკების, ძერწვის შესწავლა. არის საშუალება, სკოლის შენობას მიემატოს ერთი ოთახი, რომელიც ნაწილობრივ დააკმაყოფილებს ქანდაკების ჯგუფს, მაგრამ ეს საკითხი გადასაწყვეტია“. 

სამხატვრო სკოლის დირექტორი კოვალ ხუნწარია როგორც ამბობს, მან ქალაქის გამგეობას რემონტის ჩატარების თხოვნით მიმართა, მაგრამ - უშედეგოდ: „კედლებიდან ბათქაში ცვივა. ამ ჩამოცვენილ და დაზიანებულ ადგილებზე თეთრი ქაღალდები გვაქვს მიმაგრებული. განსაკუთრებით საგანგაშოა ბეტონის იატაკი. ორი წლის წინ  სკოლის რემონტთან დაკავშირებით მივმართე რაიონის გამგეობას, მაგრამ  მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია“.  

როგორც სენაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ტყებუჩავა  გვეუბნება, გასულ წლებში ადგილობრივ ბიუჯეტში სამხატვრო სკოლის დასახმარებლად საკმარისი თანხა არ იყო. შემდეგი წლის ბიუჯეტში გათვალისწინების შემთხვევაში კი სარემონტო სამუშაოებს შეასრულებენ.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები