კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოქალაქე აცხადებს, რომ მას აჭარის საპატრულოს ყოფილი უფროსი დაემუქრა

1 მარტი, 2013
 
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის“ თავჯდომარე მერაბ ღოღობერიძე აცხადებს რომ აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ჯონი ბაკურიძემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამარათალდამცველებს ღოღობერიძემ ჩვენება უკვე მისცა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. 

„18 თებერვალს, ბათუმში, ფარნავაზის მეფის ქუჩაზე ჯონი ბაკურიძე გააჩერა ავტომანქანა. გადმოვიდა და თავს დამესხა. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელიც გამარტყა. დამემუქრა კიდეც, რომ თუ მე პროკურატურაში დავასახელებდი მის სახლ-გვარს და ვიტყოდი, რომ 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტთან მომხდარ ამბავში თვითონაც მონაწილეობდა, ჩემს ოჯახს და მე გამისწორდებოდა“.

ღოღობერიძესთან შეხვედრის ფაქტს არ უარყოფს ჯონი ბაკურიძე, თუმცა ის ფიზიკურ შეურაცხყოფას გამორიცხავს და ამბობს, რომ ღოღობერიძეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რადგან 8 ნოემბრის მოვლენების დროს შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდა: „შევხდი ქუჩაში და ვუთხარი რატომ ამბობს ტყუილს-მეთქი. მე ვარ შეურაცხყოფილი და ბოდიში მოიხადე-მეთქი. საჩივარი შეუტანია პროკურატურაში და მე მიმაყოლა თურმე“.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 8 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიებში დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი ლექციის მიმდინარეობის დროს აუდიტორიებში გაუშვეს და ჰოლში სპეცრაზმი შევიდა. უნივერსიტეტის შენობიდან რამდენიმე მოწამლული და ატირებული სტუდენტი 03-მა გამოიყვანა. უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, კი მერაბ ღოღობერიძე დააკავეს.  

აჭარის პროკურატურაში, უკვე მინდინარეობს გამოძიება 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსისტეში მომხდარ ფაქტზე. 

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები