16:38, Friday, 29.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობაზე რამდენიმე მოწმე საუბრობს

23.04.2013
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას რამდენიმე მოწმე ადასტურებს. ამის შესახებ  ბუტა რობაქიძის მამამ,  სოსო რობაქიძემ "პირველი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა.  მისი თქმით, იმ დროს გადაცემა "პატრულის" მენეჯერი ქეთი ხოსიტაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუშვილმა ჩატარებული სპეცოპერაციის კასეტის ნახვა პირადად მოითხოვა.

„ქეთი ხოსიტაშვილი აცხადებს, რომ დონაძეს პირადად მოსთხოვა ირაკლი ოქრუაშვილმა კასეტის მიტანა. ამის შემდეგ შემოვიდა დონაძე ოთახში, გაუშვა ყველა თანამშრომელი და სამონტაჟოში შევიდა“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მისივე განცხადებით, ჩვენება მისცა ასევე საქმის ერთ-ერთმა მოწმემ "რუსთავი 2"-ის მოქმედმა ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა.

სოსო რობაქიძე მიიჩნევს, რომ ახალმა ხელისუფლებამ არჩევიდან ექვსი თვის თავზე აუცილებლად უნდა დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა.

ბუტა რობაქიძის მამის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ამ ხელისუფლებიდან ვიღაც მფარველობს. მისივე თქმით, გურამ დონაძის და ირაკლი ფირცხალავას მიერ ნაჩვენები კასეტის ამერიკაში გაგზავნა უაზრობა იყო.

„დონაძე არის მონტაჟის პროფესიონალი. ის და ფირცხალავა შინაგან საქმეთა სამინისროში შავი მუშები იყვნენ“, – აცხადებს სოსო რობაქიძე.

იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასამართლება უნდა მოხდეს, რადგან იმ ადამიანების მკვლელობაში, რომელიც უკანონოდ დახოცეს სააკაშვილსაც მიუძღვის ბრალი.

„მე პირდაპირ ვაცხადებ - არ მინდა სადმე შევხვდე სააკაშვოლს, რადგან მას ჩემი ხელით მოვკლავ და სამუდამოდ ჩავჯდები ციხეში“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC