07:24, Monday, 30.11.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბულვარში მაქანით უნებართვოდ გადაადგილებისთვის, შესაძლოა დაჯარიმდეს

30.08.2013
მაკა მალაყმაძე, აჭარა

25 აგვისტოს, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე სამსახურეობრივი მანქნით მოძრაობდა. არადა ბულვარის ტერიტორიაზე მანქანით მოძრაობა სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ შეიძლება. ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, ამგვარი ნებრათვა, ბერიძის მანქანაზე  გაცემული არ ყოფილა.

Prado-ს შავი ფერის ჯიპი სახელმწიფო ნომრით SCA 041 ბულვარის ტერიტორიაზე საღამოს 9 საათისთვის შენიშნეს. ის საზაფხულო თეატრის მიმდებარედ იყო გაჩერებული. არსებობს ფოტო მასალაც, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ბათუმის წარმომადგენლის, დავით რობაქიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

humanrights.ge ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. ადმინისტრაციის მთავარი ინჟინრის, ირაკლი კოდიას განცხადებით, Prado-ს შავი ფერის ჯიპისათვის სახელმწიფო ნომრით SCA 041 ბულვარის ტერიტორიაზე მოძრაობისათვის საჭირო ნებართვა გაცემული არ ყოფილა: „ნებართვა ამ მანქანაზე არ ყოფილა გაცემული.  უნებრათვოდ მყოფ ავტომობილებთან დაკავშირებით, ჩვენ ვეხმიანებით პოლიციას, რომელსაც მანქანა განყოფილებაში გადაჰყავს ხოლმე, თუმცა ჩვენ იმ დღეს, ბუვარზე უნებართვოდ მყოფი მანქანა არ შეგვიმჩნევია“.

თუ რატომ მოძრაობდა უნებართვოდ აჭარის საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირი ნებართვის გარეშე ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ამასთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მარინა კუპრეიშვილს ორჯერ დაუკავშირდა. თავდაპირველად,  27 აგვისტოს, კუპრეიშვილმა გვითხრა, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდა და ჩვენს კითხვებზე პასუხს მოგვიანებით მოგვაწოდებდა. დღევანდელმა სატელეფონო ზარმა კი, კუპრეიშვილი რატომღაც გააბრაზა: „ვიცი ვინც გაავრცელა ეგ ფოტოები და რა პრეტენზიებიც აქვს... ალბათ, რაღაცნაირად მოხდა რომ იყო იქ. შენ როგორ დაუკავშირდები ავთანდილ ბერიძეს ჩემს გარეშე. მე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები მქონდა და არც კი მიკითხავს“  - აღნიშნა კუპრეიშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC