კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავი მერს პირველად ირჩევს

3 მაისი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

15 ივნისს თელავის მოსახლეობა ქალაქის მერს პირველად აირჩევს. ამ ეტაპზე, მერის თანამდებობის დასკავებლად ხუთი კანდიდატია ცნობილი. 

ესენი არიან: გიორგი მოსიაშვილი, რომელიც „თავისუფალი საქართველო - არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატია“. იგი, 2013 წლიდან ძველი თელავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ლექსო ძულიაშვილი იქნება. იგი წლების მანძილზე მუშაობდა ძალოვან სტურუქტურაში. 2006 წლიდან კი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა, ასევე არის საკრებულოს წევრი, იყო ქ. თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.

„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“ თელავის მერობის კანდიდატი იქნება თამაზ არჯევანიძე. იგი კერძო ბიზნესით არის დაკავებული. 

ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი, ადვოკატი ქეთევან ზაქარიაშვილი იქნება.

„ქართულ ოცნებას“ კი პლატონ კალმახელიძე წარმოადგენს, რომელიც „ბილანის“ თელავის ოფისის მენეჯერია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიიღო პრეზიდენტის განკარგულება, რომლის კონტრასიგნაციაც საქართველოს მთავრობამ მოახდინა.

15 ივნისის არჩევნების შედეგად აირჩევა 71 საკრებულო - საერთო რაოდენობით 2,088 საკრებულოს წევრი, 12 ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ახალი ამბები