11:03, Monday, 26.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქ. გორის 2017 წლის ბიუჯეტი 700 000 ლარით გაიზრდება

21.11.2016

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 700 000 ლარით გაიზარდა და 16 222 000 ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად უკვე გადაეგზავნა ქ. გორის საკრებულოს წევრებს. მათ ბიუჯეტის პროექტის გასაცნობად, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მერიისთვის დასაბრუნებლად 25 დეკემბრამდე აქვთ ვადა. ამის შემდეგ საკრებულოს დღის წესრიგში მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კენჭისყრის საკითხი დადგება. 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს პირველად საკრებულოს წევრები გაერთიანებულ კომისიებისა და ფრაქციების სხდომაზე გაეცნენ. საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მინდია გოდერძიშვილი აცხადებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტიც არა არის ორიენტირებული მოსახლეობისა და ქალაქის ინტერესებზე.  

,,ბიუჯეტის პროექტის დეტალურ გაცნობას ახალ ვიწყებთ, თუმცა, ერთი შეხედვით, ნამდვილად არ ჩანს სახარბიელო მდგომარეობა.  ბევრი კითხვა დაისვა გაერთიანებული კომისიის სხდომაზე, რაზეც პასუხი უბრალოდ არ აქვთ. 25 დეკემბრამდე ჩვენ გვაქვს დრო, რომ ჩამოვყალიბდეთ და შენიშვნებით შევიტანოთ მერთან. დიდი იმედი მაქვს რომ მაქსიმალურად გაიფილტრება ბიუჯეტი, მაგრამ რამდენად გაითვალისწინებენ ამას, უკვე მომავალი გვიჩვენებს. აუცილებლად მოსაგვარებელია „ლომ ჭაბუკის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის პრობლემა, ასევე მოსაგვარებელია გარევაჭრობა და ავტომობილების პარკირება. კითხვები მაქვს უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე, თავშესაფარს დაფინანსება აქვს, თუმცა მაწანწალა ძაღლების პრობლემა პრობლემად რჩება", - აცხადებებს მინდია გოდერძიშვილი.

საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის, დავით რაზმაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები და გაზრდილია სოციალური მუხლის დაფინანსება. 

„ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებულია. ამასთანავე, შარშანდელ ბიუჯეტთან შედარებით გვაქვს მეტობა. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების სამინისტროდან და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წლის ბოლომდე მოხდება ტრანსფერის გაზრდა“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა, დავით რაზმაძემ.

ქ. გორის მერის მრჩევლის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის საჭიროებებისა და ქალაქის ინტერესებზეა ორიენტირებული. მისი თქმით, საზოგადოების წარმომადგენლებთან მოხდა ბიუჯეტის პროექტის განხილვა და მათი რეკომენდაციები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება ასახული.

„რეკომენდაციები ძირითადად  იყო ინფრასტრუქტურულ და სოციალური პროექტების დაფინანსებაზე, ასევე  საზოგადოებრივ საპირფარეშოზე. დაფინანსება გაზრდილია ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში, შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯი, აიპების სუბსიდირებაც არ არის გაზრდილი", - აცხადებს გორის მერის მრჩეველი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC