კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული გახსნა

5 დეკემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

5 დეკემბერს, გორში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეული საქართველოს სახალხო დამცველმა გახსნა. უჩა ნანუაშვილმა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექციაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე გაამახვილა ყურდღება. სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრა. ნანუაშვილი საჯარო ლექციის ფორმატში შეეხო გენდერულ, ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებს, ასევე ყურდღება გაამახვილა კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, დევნილებისა და ლტოლვილების სტატუსის მქონე პირთა საჭიროებებზე. 

,,დღეს ვიწყებთ ადამიანის უფლებათა კვირეულს, მოგეხსენებათ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, დღეიდან დაიწყება სხვადსხვა სახის ღონისძიება, მათ შორის გორში. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, სტუდენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის და ჩვენი აპარატის საქმიანობის შესახებ. დღევანდელ საჯარო ლექციაზე შევეხეთ ყველა იმ ძირითად მიმართულებებს, რაზეც აპარატი მუშაობს", -განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. 

სახალხო დამცველმა  სტუდენტებთან საუბრის დროს  მიმოიხილა მართლმსაჯულების კუთხით არსებული ვითარება, პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა და ასევე ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომლითაც აპარატმა შესაბამის უწყებებს მიმართა.

 ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე 10 დეკემბერს აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ,,ყველა ხალხისა და ყველა ერის საერთო მონაპოვრად“ გამოაცხადა.

ახალი ამბები