17:48, Tuesday, 23.05.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გორის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს

28.03.2017

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მერიამ მის დაქვემდებარებაში მყოფი 41 ა(ა)იპი-სა და შპს-ს რაოდენობის შესამცირებლად რეორგანიზაცია დაიწყო. გორის მერიის იურიდიულმა სამსახურმა ა (ა)იპ-ის დირექტორებს წერილობითი განცხადებები გაუგზავნა და შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.

 „საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპი-სა და შპს-ს რეორგანიზაციის შესახებ და, კანონის შესაბამისად, მიმდინარეობს აღსრულება. რაც შეეხება გამაფრთხილებელ შეტყობინებას, ეს არ ნიშნავს ავტომატურ  გათავისუფლებას,  ეს არის უშუალო რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც შესაძლებელია, მოჰყვეს შტატების შემცირება “, - განაცხადა გორის მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ჯოლბორდიმ.

ქ. გორის საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ ა(ა)იპი ნეპოტიზმის კერად არის ქცეული და რეორგანიზაციის საჭიროებაზე საუბრობენ, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრს მინდია გოდერძიშვილს მის სამართლიანად ჩატარებაში ეჭვი ეპარება და არ გამორიცხავს, რომ ნეპოტიზმის შემცირების ნაცვლად, იმ კადრების გათავისუფლება მოხდეს, რომლებიც არც პარტიული და არც ნეპოტიზმის ნიშნით  არ არიან დანიშნული.

რეორგანიზაციასთან დაკავშირებით  ქ. გორის მერიას უნდობლობას უცხადებს საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი თამარ თედლიაშვილიც. მისი თქმით, საკრებულოს სხდომაზე მერიამ რეორგანიზაციის სხვა გეგმა წარადგინა და სხვას ახორციელებს. თედლიაშვილი არ გამორიცხავს, რომ რეორგანიზაცია ქალაქის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილისთვის არასასურველი კადრების გათავისუფლებით დასრულდეს.

,,საკრებულოს სხდომაზეც ვკითხე მერს, ხომ არ გაათავისუფლებენ მისთვის არასასურველ დირექტორებს, რაზეც მერმა უარყოფითი პასუხი გამცა. მიუხედავად ამისა, მაქვს განცდა, რომ სწორედ ასე მოხდება“, - აღნიშნა თედლიაშვილმა.

ქ. გორის მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, რეორგანიზაცია კანონის ჩარჩოებში მიმდინარეობს და მის ფარგლებს არ გასცდება. იგი ოპონენტების შიშებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ   არც პირადი და არც პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მოხდება კადრების გათავისუფლება.

ქ. გორის მერიის ა(ა)იპ-სა და შპს-ში  მიმდინარე რეორგანიზაციას სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს მონიტორინგს, ამის შესახებ ობუდსმენის წარმომადგენელმა  შიდა ქართლის რეგიონში, ანა ჯანიაშვილმა გააკეთა განცხადება.  მისი თქმით, გორის მერიის მიერ რეორგანიზაციის შესახებ გამოცემული განკარგულება არასრულია და მიზნები კითხვის ნიშნებს ტოვებს.
„საკრებულოს განკარგულებაში მკვეთრად არ არის გამოკვეთილი, თუ რატომ გახდა ამ განკარგულების მიღება საჭირო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გარკვეული ანალიზისა და შეფასების შედეგად მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა ეს შეფასება და ანალიზი არ ჩანს“, - აცხადებს ანა ჯანიაშვილი.

რეორგანიზაციის პროცესს მონიტორინგს, სახალხო დამცველის აპარატთან ერთად,  არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა ცენტრი  და საია  გაუწევენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

უიმედოთა სოფელი
სამკურნალო წყლის - „ძუღურის“ შესახებ პირველად რამდენიმე დღის წინ შევიტყვე. ინფორმაციის მოძიების შემდეგ გავიგეთ, რომ „ძუღურის წყალი“ ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან იყიდებოდა. იქიდან დაიწყო
ვრცლად...
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC