14:51, Tuesday, 18.06.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კამპანია „იცურე მშვიდად“ წარმოადგენს კვლევას - „წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენცია“

04.12.2018

 
6 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში კამპანია „იცურე მშვიდად“ წარმოადგენს სამართლის დოქტორის, მაკა ნუცუბიძის კვლევას - „წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენცია“. 

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალის, hridc.tv-სა და მედიის ინსტიტუტის მიერ გადაღებული ფილმი - „კამპანია იცურე მშვიდად“, რომელშიც ასახულია კამპანიის ისტორია და მიზნები.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, რომლებიც კიდევ ერთხელ მიმართავენ ხელისუფლებას, დროულად შეიმუშაოს საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკა წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის პირველი მიმართვიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია ეფექტიანი ზომები წყლის ობიექტებზე ტრაგიკული შემთხვევების პრევენციისათვის. 

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან თბილისის მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. 

კამპანია „იცურე მშვიდად“ 2018 წ. 16 ივლისს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანიას მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სხვადასხვა აქციების, დისკუსიების მოწყობა და ადვოკატირება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC