კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პური გაძვირდა, შრომის ფასი - არა"

19 მარტი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

15 მარტს, გორში, წისქვილკომბინატის თანამშრომლები გაიფიცნენ და საპროტესტო აქციაზე, სამუშაო პირობების გათვალისწინებით, ხელფასის გაზრდა მოითხოვეს. გაფიცულ თანამშრომლებს თავდაპირველად ოთხი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ.

,,ჩვენ გვაქვს ოთხი ძირითადი მოთხოვნა, ესენია:  შრომის ანაზღაურების გაზრდა,  კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმება,  პროფკავშირებთან ურთიერთობის გამო თანამშრომლებზე ზეწოლის შეწყვეტა და ამის გამო გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა. მეოთხე კი -  სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა", -  აცხადებს გიორგი გაზაშვილი.

წისქვილ-კომბინატ  ,,კარმენის" თანამშრომლების აქციას პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, რის შემდეგაც მეხუთე მოთხოვნა - ,,კარმენის" დირექტორის, მერაბ დავითაშვილის გადადგომა დაემატა. მერაბ დავითაშვილს სამსახურიდან თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებდნენ.

კომპანია ,,კარმენი" აზერბაიჯანელმა ინვესტორმა შეისყიდა. აქციის დროს  გაფიცულ თანამშრომლებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს ,,კარმენის” ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. შეხვედრიდან გამოსულები აცხადებდენ, რომ ,,კარმენის" დირექტორი გაათავისუფლეს და დანარჩენი მოთხოვნების შესრულებაზე კონსულტაციები კვლავ გრძელდება.

,,დირექტორის გათავისუფლებაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდა ინვესტორის მხრიდან, ასევე აღადგინეს დირექტორის მიერ გათავისუფლებული რვა თანამშრომელი. დარჩენილი მოთხოვნები რაც არის ხელფასის გაზრდასთან, სპეცტანსაცმელთან და კოლექტიურ ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით, ერთობლივ სამუშაო შეხვედრებზე იქნება ეს საკითხები გადაწყვეტილი", - განაცხდა პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.

წისქვილკომბინატის თანამშრომლები ინვესტორის მხრიდან დარჩენილი მოთხოვნების დროულ შესრულებას ითხოვენ.

,,ჩვენ გავდივართ მძიმე სამუშაო პირობების კატეგორიაში და ჩვენი მოთხოვნები ყველა უნდა შესრულდეს. დღევანდელი მდგომარეობით სრულყოფილი შედეგი არ გვაქვს. იმედია, რომ ჩვენი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ხელფასები გაიზრდება", - განაცხდა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

გაფიცულმა თანამშრომლებმა ინვესტორს განუცხადეს, რომ მათ ინტერესებში არ შედის წისქვილკომბინატის გაჩერება და იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ისინი მზად არიან, ხელი შეუწყონ წარმოების გაზრდას.

ახალი ამბები