კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსწავლეთა გამაფრთხილებელი აქცია თბილისის ზღვაზე: „აქ შენ არავინ გიცავს! ნუ გახდები მსხვერპლი!

14 აგვისტო, 2019
 
10 აგვისტოს, CENN-ის საზაფხულო მწვანე ბანაკის მონაწილე მოსწავლეებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან, სადაც მდ. არაგვი უერთდება თბილისის წყალსაცავს. 

აქცია დაიგეგმა 9 აგვისტოს Bulachauri Green Center • ბულაჩაურის მწვანე ცენტრი-ს საზაფხულო ბანაკში,  ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილე მოსწავლეების მიერ, რომლებიც უერთდებიან კამპანიას „იცურე მშვიდად“.

თბილისის ზღვაზე საზაფხულო ბანაკის მონაწილეებმა 30 ივნისსაც გამართეს აქცია-პერფორმანსი - ადგილზე არსებულ დაზიანებულ კონსტრუქციაზე მოაწყვეს ბანერი გამაფრთხილებელი წარწერით, რომელიც მოქალაქეებს მიუთითებს ამ ადგილაზე არსებული სასიკვდილო საფრთხის შესახებ - „აქ დაიღუპა ჩვენი მეგობარი. ბანაობა სასიკვდილოა!“ CENN-ის მხარდაჭერით, აქცია-პერფორმანსის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლი, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში.  10 აგვისტოს გამართულ აქციაზე იგივე ბანერის მეორე მხრიდან კიდევ ერთი გამაფრთხილებელი წარწერა გააკეთეს - „აქ შენ არავინ გიცავს! ნუ გახდები მსხვერპლი. ბანაობა აკრძალულია“.

თბილისის ზღვაზე, სადაც მოსწავლეთა აქცია იმართება, წლების განმავლობაში რამდენიმე ადამიანია დამხრჩვალი, მათ შორის - ბავშვები. ამის მიუხედავად, თბილისის მერია ჯიუტად არ ამონტაჟებს გამაფრთხილებელ ბანერებს.                       
დღემდე არ აღსრულებულა 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც დაკმაყოფილდა ორი დაზარალებული ოჯახის ადმინისტრაციული სარჩელის მოთხოვნები და მერიას თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება დაევალა. მერიას ასევე ევალება არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვეღარ შეძლონ.

ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილე მოსწავლეთა აქციის ადრესატები კვლავ არიან ერთი მხრივ, მოქალაქეები, რომლებიც ამ ადგილის საშიშროების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და მეორე მხრივ, თბილისის მერია, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქის ტერიტორიაზე წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე.

CENN-ის საზაფხულო მწვანე ბანაკი ხორციელდება „ავსტრიის თანამშრომლობა - განვითარებისთვის" (Austrian Development Cooperation) ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიას „იცურე მშვიდად" მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი.

ახალი ამბები