კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამლიანის საქმის დისტანციურ სასამართლო სხდომას ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორიც დაესწრო

24 აპრილი, 2020
 
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დისტანციურად ჩაატარა ბესიკ თამლიანის საქმის სასამართლო პროცესი. როგორც დისტანციურ სხდომაზე ადვოკატმა ლევან იოსელიანმა განმარტა, ბესიკ თამლიანმა ტექნიკური საშუალებების არქონის გამო, ვერ მოახერხა მონაწილეობა მიეღო დისტანციურად გამართულ სასამართლო სხდომაში. 

აქედან გამომდინარე, ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, რასაც დაეთანხმა ბრალდების მხარე. სხდომა 25 მაისს, 17:00-ზე ჩაინიშნა.

სასამართლო სხდომას დისტანციურად ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორიც აკვირდებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრის მონიტორს სასამართლო პროცესის დისტანციური მონიტორინგის უფლება მისცა.

სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ თამლიანი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დააკავეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. 

2020 წლის 23 მარტს, წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, თამლიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძება შეიცვალა 4000-ლარიანი გირაოთი და მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა. 

თბილისის საქალაქო სასამართლო აგრძელებს თამლიანის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვას.

ახალი ამბები