კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობაა

21 ნოემბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ხაშური-ქარელისა და რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქებში აკვირდებიან. 

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ზაალ დუგლაძეს უპირისპირდება №5 საარჩევნო ბლოკის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე.

რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს უპირისპირდება №5 საარჩევნო ბლოკის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე.

ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ, რაც სავარაუდოდ არის ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობის მიზეზი.

16:00 საათისთვის ორივე საარჩევნო ოლქში შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის, პოლიტიკური პარტიებიდან, ძირითადად, წარმოდგენილი არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ (3 წევრი) და ზოგ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ (1 წევრი). საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის წარმოდგენილნი არ არიან ოპოზიციური პარტიები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. 

საარჩევნო უბნებზე, ასევე, არ არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. 

კოვიდინფექციის გამო, გადასატანი ყუთით კენჭისყრა ვერ მოხერხდა რამდენიმე ოჯახში, სადაც COVID 19 დადასტურდა.

სხვა ტენდენციებს შორის აღსანიშნავია, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე არაიდენტიფიცირებადი პირების ყოფნა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით აკვირდება. 

ახალი ამბები