კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლაში მხოლოდ პოლიტკორექტული მასწავლებლები

17 სექტემბერი, 2009

თაკო ხუციშვილი

ხათუნა ენუქიძე თბილისის 76-ე საჯარო სკოლაში დაწყებითების პედაგოგად 7 წელი მუშაობდა. ამჟამად კი სკოლიდან გათავისუფლებულია. იგი ფიქრობს, რომ სკოლიდან პოლიტიკური შეხედულებებისა და სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ნათესაობის გამო დაითხოვეს.

„განათლების სამინისტროს კონკურსში „ირმის ნახტომი“ სამი პროექტი მაქვს მომზადებული, რომლებსაც საკმაო წარმატება ხვდა წილად. სურვილი მქონდა, რომ ზაფხულშიც მემუშავა ახალ პროექტზე. ვინაიდან სახლში კომპიუტერი არ მაქვს, სკოლის დირექტორს, დავით ჯაგანაშვილს ვთხოვე, ზაფხულის პერიოდში სკოლის კომპიუტერი ეთხოვებინა, რომელსაც სასწავლო წლის დაწყებისთანავე დავაბრუნებდი. მას უარი არ უთქვამს. მენეჯერმა, თინათინ კობიაშვილმა, რომელიც ტექნიკაზეა პასუხისმგებელი, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება საჭიროდ არ ჩათვალა, „წაიღებს და დააბრუნებსო“.  შემდეგ დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ ჩემ გარდა კომპიუტერზე მუშაობის სურვილი სხვა პედაგოგებსაც გამოუთქვამთ და როცა ყველა შვებულებაში გავიდოდა მაშინ შემეძლო მისი წაღება.

კომპიუტერი მართლაც გავიტანე სკოლიდან არდადეგების დაწყების შემდეგ. უკვე შეთანხმებული ვიყავით და დირექტორისთვის ნებართვა განმეორებით არ მითხოვია. კომპიუტერი სკოლიდან მენეჯერმა გამომატანა“ - ჩვენთან საუბრისას აღნიშნა ხათუნა ენუქიძემ, რომელსაც საბოლოო ჯამში, სკოლის კუთვნილი კომპიუტერის თვითნებურად წაღებაში დასდეს ბრალი.

ხათუნა ენუქიძეს დირექტორის მოადგილე მიმოზა შარაშენიძე დაუკავშირდა. მას ბრალი თაღლითობაში დასდო და ახსნა-განმარტების დაწერა მოსთხოვა. „ეს სისხლის სამართლის დანაშაულიაო და მადლობა თქვი პოლიცია რომ არ დაგაყენე თავზეო. კომპიუტერი მუშა მდომარეობაში იმ დღესვე დავაბრუნე. ახსნა-განმარტების ბარათში დავწერე ყველაფერი როგორც იყო. მაგრამ, მოადგილემ მითხრა ეს მშრალიაო, გინდა რომ ყველაფერი დირექტორს დააბრალოო. „დაწერე, რომ დირექტორის დაუკითხავად გაიტანე, საყვედური გამოგიცხადებენ, რომელსაც ერთ თვეში მოგიხსნიანო“. მეც მოტყუებით დავწერე, მაგრამ ის მაინც აღვნიშნე, რომ მენეჯერმა გამომატანა.

ხათუნა ენუქიძეს მიაჩნია, რომ საბჭოს სხდომა, რომელიც მისი  სკოლიდან დათხოვნის გამო მოიწვიეს, დარღვევით ჩატარდა: „ამ საბჭოს წევრი მეც ვარ და რა თემას განიხილავდნენ წინასწარ არ შემატყობინეს. სხდომაზე პირდაპირ მიდიოდა ზეწოლა საბჭოს წევრებზე. დირექტორმა კომპიუტერის გატანაზე თანხმობა, რომ მითხრაა, ამას დაწყებითები კლასების ათი პედაგოგი ესწრებოდა. დავით ჯაგანაშვილი კი თანხმობის ფაქტს უარყოფს“.

სკოლიდან დათხოვნის მთავარ მიზეზს  კი ხათუნა ენუქიძე მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. „ოპოზიციური განწყობილება არასოდეს დამიმალავს. როგორც სამეურვეო  საბჭოს წევრი, სკოლაში არსებულ დარღვევებზე ჩემს აზრს  ყოველთვის ხმამაღლა გამოვთქვამდი. აპრილის საპროტესტო აქციებზე სიტყვითაც გამოვედი. ირინა ენუქიძე ჩემი შორეული ნათესავია და აქციებზე როგორც შვილმკვდარი დედა ყოველთვის მის გვერდით ვიდექი. საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენს სკოლაში ლევან გაჩეჩილაძესაც შევხვდი. სწორედ აქედან დაიწყეს ჩემი ათვალწუნება და ყველანაირად ცდილობდნენ სკოლიდან ჩემს გაშვებას“.

1 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე ხათუნა ენუქიძე სკოლიდან გაათავისუფლეს. ის ამჟამად უმუშევარია, მაგრამ დანებებას არ აპირებს. „მივმართე გაერთიანებულ პროფკავშირებს, განათლების სამინისტროს, გენ-ინპექციას. უკან დახევას არ ვაპირებ“-აცხადებს პედაგოგი.

ხათუნა ენუქიძე სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს.

ახალი ამბები