კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია სააკაშვილის ბედზე მსჯელობს - სიკვდილი, თუ ჩამოხრჩობა?

2 მარტი, 2010
თაკო ხუციშვილი

26 თებერვალს საგურამოში ბიძინა გეგიძის აგარაკზე ოპოზიციის წარმომადგენლების შეკრება საზოგადოების ნაწილმა საიდუმლო სერობად მონათლა. კონფიდენციალურ შეხვედრას კობა დავითაშვილი, ირაკლი ალასანია, ბიძინა გეგიძე, კახა კუკავა, ზურაბ ნოღაიდელი, ეროსი კიწმარიშვილი, ალეკო შალამბერიძე, ლევან გაჩეჩილაძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე მსჯელობის გარდა, ოპოზიციონერებმა სააკაშვილის გასამართლების საკითხიც წამოჭრეს.

როგორც უახლესი ისტორიიდან ვიცით, საქართველოს პირველი პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მეორე - კრწანისის რეზიდენციაში უსაფრთხოების გარანტიებით სახელმწიფო პენსიით ცხოვრობს. როგორც ჩანს, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ დროა, მესამე პრეზიდენტის ბედიც გადაწყდეს და გეგიძის აგარაკზე სააკაშვილის გასამართლების საკითხზე სერიოზულად იმსჯელეს.

„კონსერვატიული პარტიის“ წევრმა კახა კუკავამ ჩვენთან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ვინაიდან მისი თქმით, გეგიძის აგარაკზე შეხვედრა კერძო ხასიათის იყო.

„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი კი შეხვედრის დეტალებს სულაც არ ასაიდუმლოებს. იგი ადასტურებს ინფორმაციას, რომ შეკრებაზე პრეზიდენტის გასამართლების საკითხი აქტიურად განიხილეს.

 „შევარდნაძის პრეცედენტი სამართლიანი სახელმწიფოს აშენებას უშლის ხელს. მიმაჩნია, რომ ყველა მოხელე თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე, არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობაზეა - თუკი დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად უნდა წარსდგეს დამოუკიდებელი სასამართლოს  წინაშე“, - ამბობს კობა დავითაშვილი..

კობა დავითაშვილის თქმით, პრეზიდენტის გასამართლების თემამ ოპოზიციის წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხავაობა გამოიწვია.

კობა დავითაშვილი: „ბატონი ირაკლი ალასანია იხრებოდა იქითკენ, რომ ჯობია ჩვენ ქვეყანაში  სტაბილუროობა შევინარჩუნოთ, უსაფრთხოების გარანტიები მივცეთ სააკაშვილს, რომ მას არ ემუქრება დაპატიმრება, რათა თავის პოსტიდან მშვიდად წავიდეს. ჩემი პოზიციაა კი ის არის, რომ სააკაშვილი უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე“.

„ალიანსი საქართველოსთვის“ წევრს და ყოფილ ომბუდსმენს სოზარ სუბარს პრეზიდენტის გასამართლების თემის წინ წამოწევა ცოტა ნაადრევად ეჩვენება.

სოზარ სუბარი: „რა თქმა უნდა, სამართლიანმა სასამართლომ უნდა განსაჯოს ყველა ადამიანის ქმედება, მაგრამ ახლა, როცა ოპოზიციის წინაშე ძალიან სერიოზული გამოწვევაა   ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სახით და როცა სააკაშვილის გასამართლების გეგმას აღსრულება უახლოს პერიოდში არ უწერია, ამ თემაზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია. დღეს ჩვენ ერთად გაცილებით სერიოზული და მნიშვნელოვანი თემები გვაქვს გადასაწყვეტი“.

„ხალხის პარტიის“ ლიდერი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გასამართლების თემა ოპოზიციისთვის ყოველთვის აქტუალურია: „ჩვენ დღის წესრიგში ყოველთვის იდგა და დგას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა და ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, ამ გადადგომის შემდეგ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები“.

შეგახსსენებთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს ეწურება. ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქციები კი მიმდინარე წლის აპრილიდან განახლდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი მართლაც დიდი გამოწვევაა არა მარტო ოპოზიციისათვის, არამედ ხელისუფლებისთვის. შეიძლება ითქვას, სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, რას განაჩენს გამოუტანს ოპოზიცია სააკაშვილს - სიკვდილს თუ ჩამოხრჩობას.

ახალი ამბები