კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამალაძეები „რუსთავი 2“-ს უჩივიან

17 თებერვალი, 2004

მამალაძეები „რუსთავი 2“-ს უჩივიან

ლევან მამალაძის ოჯახმა გუშინ მორიგი პრესკონფერენცია გამართა. სამოთახიანი „ხრუშჩოვკის“ შემდეგ შეხვედრის ადგილმა ჟურნალისტთა სახლში გადაინაცვლა. ძებნილი ექსრწმუნებულის  მეუღლე მარიკა ქავთარაძე ირწმუნება, რომ თბილისის პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან ერთად ცდილობს მამალაძეების დისკრედიტაციას.

როგორც ჩანს ექსრწმუნებულის ცოლს მტრები მოუმრავლდა. ანონიმური წერილების გარდა მამალაძეები მშიერი თანამოქალაქეების გაბოროტებულ მზერასაც გრძნობენ. მარიკა ქავთარაძე მთელ პასუხისმგებლობას ქალაქის პროკურორ ვალერი გრიგალაშვილსა და „რუსთავი 2“- ს აკისრებს.

რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“–მა სერიოზული „აღმოჩენა“ გააკეთა, როდესაც ტელეეკრანზე მამალაძეების აგარაკები უჩვენა. ექსრწმუნებულის მეუღლის თქმით მათ კოჯრის სახლის გარდა, არც წავკისში, არც წყნეთში და, მით უმეტეს, ტაბახმელაში აგარაკები არ გააჩნიათ.

ექსრწმუნებულის მეუღლე ირწმუნება, რომ მას არც არასამთავრობო ორგანიზაცია შეუქმნია ლევან მამალაძის მიერ ბიუჯეტიდან დატაცებული მილიონებით. დეკლარირებული ქონების გარდა არაფერი გაგვაჩნია, – აცხადებს მარიკა ქავთარაძე. მან კატეგორიული ტონით მოითხოვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ერთიანი ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც ერთადერთი საკითხით, პოსტრევოლუციურ საქართველოში ლევან მამალაძის ოჯახის მდგომარეობით დაინტერესდება.

„მე დავამტკიცებ ჩემი ოჯახის სიწმინდეს, რისთვისაც მაქვს უამრავი დოკუმენტური მასალა. „რუსთავი 2“–ს კი სასამართლოში მოპასუხედ მოუწევს გამოსვლა და იმის მტკიცება, რომ სიუჟეტში ნაჩვენები სახლები მართლაც ჩვენი კუთვნილებაა“.

როგორც ირკვევა, მამალაძეებთან ერთად სარჩელს ზაკუტოვების ოჯახიც შეიტანს. სიუჟეტის შინაარსიდან გამომდინარე, მამალაძეებს მთელი თავიანთი ქონება სწორედ ამ ოჯახში გადაუმალავთ.

ახალი ამბები