თბილისი.26.07.04.მედია–ნიუსი. ადამიანთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრებმა პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას განცხადების საპასუხოდ ეკონომიკის სამინისტროსთან აქციაზე დაპატიმრებულის, არასრულწლოვან ლაშა ქაცანაშვილის ბინაში საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
„მოვითხოვთ, დაუყონებლივ გათავისუფლდეს სამი პატიმარი, რომლებიც აქციაზე პროცესუალური ნორმების დარღვევით დააკავეს. ამასთან, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს რვა სინდისის ტუსაღი. ესენი არიან ბასილ მკალავიშვილი და მისი მრევლის წევრები.“– განაცხადა კერვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ უშიშროების სამინისტროს დაავალა გამოიძიოს, რომელი ძალები აფინანსებენ ეკონომიკის სამინისტროსთან ანტისაპრივატიზაციო საპროტესტო აქციების მონაწილეებს.