კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელობა ხელისუფლებას დევნაში ადანაშაულებს

18 აგვისტო, 2004

ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელობა ხელისუფლებას დევნაში ადანაშაულებს

„საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ტელეკომპანია „კავკასიის“ დახურვა. ამისათვის კი ფინანსურ მოტივაციასა და საქტელერადიოს იყენებს“,-აცხადებს „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.
მისი თქმით, ივლისის თვის მიწურულს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის ბიურო ტელეკომპანიის დაყადაღებას შეეცადა, თუმცა მაშინ „კავკასიის“ დოკუმენტაციები წესრიგში აღმოჩნდა და აღსრულებაც ვეღარ მოხერხდა.

„ამჯერად ტელეკომპანიას დაუპირისპირდა საქტელერადიოცენტრი, რომლის წინაშეც „კავაკასიის“ მიმდინარე წლის გადასახადი ოცი ათასი ლარის ფარგლებში აქვს, თუმცა მსგავსი დავალიანება თითქმის ყველა ტელეკომპანიას მართებს, ვინაიდან ხელშეკრულების თანახმად, ტელეკომპანიას დავალიანების დაფარვა წლის ბოლომდეც შეუძლია“.-აცხადებს ჯანგირაშვილი.

მისივე თქმით, 12 აგვისტოს „კავკასიამ“ გამაფრთხილებელი განცხადება უკვე საქტელერადიოცენტრიდან მიიღო, რომელიც დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში 16 აგვისტოდან მაუწყებლობის შეწყვეტას მოითხოვდა. ეს არის ხელისუფლების მხრიდან მორიგი პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ არის მიმართული.

ახალი ამბები