კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტი არასამთავრობოთა წარმომადგენლებს შეხვდა

13 ოქტომბერი, 2004

პრეზიდენტი არასამთავრობოთა წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის წამებისა და უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით 11 ოქტომბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ესწრებოდნენ. როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საუბარი შეეხებოდა იმასაც, რომ სასწრაფო რეფორმებია გასატარებელი როგორც პოლიციაში, ასევე პროკურატურასა და სასამართლოში.

თავისუფლების ინსტიტუტის მონაცემებით, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მონიტორინგის საბჭოს წევრია, უკანასკნელი თვეების მანძილზე წინასწარი დაკავების საკნებში ნაწამებია 533 პატიმარი. სექტემბერში კი 27 დაკავებულიდან 25-ია ნაწამები. რიცხვი თანდათანობით იზრდება.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი წინასწარი დაკავების საკნებში მონიტორინგის ჩასატარებლად.
სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე აღნიშნულ ინიციატივას მხარი მაუჭირა ირაკლი ოქრუაშვილმა და პრეზიდენტს სპეციალური სქემა შეთავაზა წინასწარი დაკავების საკნებში წამების ფაქტების აღმოსაფხვრელად.

სპეციალური ჯგუფები შეიქმნება რეგიონებშიც და მათში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შევლენ.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, მსგავსი პროექტი წარმატებით განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში.

„შენიშვნები ადამიანის წამებასთან დაკავშირებით არის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურის მიმართაც, თუმცა, ჩვენ არ ვსხედვართ გულზე ხელდაკრეფილნი და ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს“ - აცხადებს შს მინისტრი.

ახალი ამბები