კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გაფიცული ჯარისკაცები და მათი ოფიცრები მკაცრად დაისჯებიან“

21 დეკემბერი, 2004

„გაფიცული ჯარისკაცები და მათი ოფიცრები მკაცრად დაისჯებიან“

თბილისი.20.12.04.მედია-ნიუსი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მკაცრ შეფასებას აძლევს მუხროვანის ბატალიონის 70-მდე ახალწვეულის მოქმედებას, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილების მიხედვით სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 20 დეკემბერს დისლოკაციის ადგილი დატოვეს.

როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, მათი მოთხოვნები უსაფუძვლოა და ჯარისკაცები, ოფიცრებთან ერთად, მკაცრად დაისჯებიან.

„საცხოვრებელი ადგილების მიხედვით ჯარის გავლა სისულელეა, მუხროვანის ბატალიონის შენობა გარემონტებულია და იქ გაცილებით უკეთესი პირობებია“, -განაცხადა ოქრუაშვილმა.

გაფიცული ჯარისკაცები სახალხო დამცველის ოფისთან იყვნენ შეკრებილნი, თუმცა სახალხო დამცველის მოადგილე ბაჩო ახალაია აცხადებდა, რომ მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას მხარს არ დაუჭერს.

შედარებით განსხვავებული პოზიცია აქვს სახალხო დამცველის კიდევ ერთ მრჩეველს, სამხედრო საკითხებში ირაკლი სესიაშვილს. მისი აზრით, მუხროვანის ბატალიონში შექმნილი ვითარებით გენერალური ინსპექცია უნდა დაინტერესდეს, რადგან იქ ადგილი აქვს ჯარისკაცებისათვის განკუთვნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვას.

მუხროვანის ბატალიონის გაფიცულ წევრებს მშობლებიც შეუერთდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ შვილებს თითქმის ორი თვე დაბანვის საშუალებაც კი არ ჰქონდათ. მუხროვანის ბატალიონის წევრები ამჟამად თბილისში, მე-8 პოლკის ტერიტორიაზე იმყოფებიან.    

ახალი ამბები