კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი ტელევიზია გაზაფხულიდან ამოქმედდება

27 დეკემბერი, 2004

საზოგადოებრივი ტელევიზია გაზაფხულიდან ამოქმედდება

თბილისი.26.12.04.მედია-ნიუსი. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მაუწყებლობის შესახებ კანონისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.

მაუწყებლობის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით რამდენიმე დღის წინათ მიიღო, სახელმწიფო არხის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნას ითვალისწინება.

თუმცა როგორც მაუწყებლობის შესახებ კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საზოგადოებრივი ტელევიზია სავარაუდოდ, გაზაფხულიდნ დაიწყებს მუშაობას. მანამდე კი გიგა ბოკერიას განცხადებით, უნდა ჩამოყალიბდეს სამეურვეო საბჭო, რომელიც საზოგადოებრივი ტელევიზიის მუშაობის პრინციპებს განსაზღვრავს.

ცნობისთვის: საქტელერადიომაუწყებლობის პირველი არხი უკვე რამდენიმე დღეა განახლებული ფორმატით მუშაობს. მაუწყებლობის ფორმატის შეცვლა თავად საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის ზაზა შენგელიას ინიციატივა იყო. ამასთან, სახელმწიფო ტელევიზიაში საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ცვლილებების მიუხედავად, გაზაფხულისთვის კვლავ შეიცვალოს გადაცემები და კოლექტივიც. 

ახალი ამბები