კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა

4 თებერვალი, 2005

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა

თბილისი.03.02.05.მედია-ნიუსი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული დაღუპვიდან რამდენიმე საათში სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება დარტყმაა როგორც პირადად მისთვის, ასევე ქვეყნისთვის.

„ეს დიდი დარტყმაა ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და როგორც ადამიანისთვის. საქართველომ დაკარგა დიდი პატრიოტი, მე დავკარგე ახლო მეგობარი და დიდი მოკავშირე,“- განაცხადა პრეზიდენტმა, რომელსაც მთავრობის წევრებსა და მთელს ქვეყანას სიმტკიცისაკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავრობის საგანგებო სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გააცნო. მისი თქმით, პრემიერ მინისტრი მეგობრის, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის, რაულ უსუფოვის ბინაში დაახლოებით 23.30 საათზე მივიდა. ამ ვიზიტის უჩვეულოდ გაგრძელების გამო დაცვის წევრები ჯერ სატელეფონო ზარით შეეცადნენ პრემიერთან დაკავშირებას, მოგვიანებით კი ბინის ფანჯარა შეამტვრიეს.დაცვის წევრებს ზურაბ ჟვანია უკვე გარდაცვლილი დახვდათ.


 

ახალი ამბები