კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრუწლოვანთა ახალ საპყრობილეში პატიმრების გადაყვანა დღეს დასრულდება

26 ოქტომბერი, 2005

არასრუწლოვანთა ახალ საპყრობილეში პატიმრების გადაყვანა დღეს დასრულდება

თბილისი.26.10.05.მედიანიუსი. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრუწლოვანთა ახალ საპატიმროში თბილისის №1 საპყრობილიდან პატიმრების გადაყვანა დღეს დასრულდება.

№5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში ერთი კვირის წინათ გახსნილ არასრუწლოვანთა საპატიმრო განყოფილებაში 59 პატიმარი უკვე გადაყვანილია. მათ რიცხვს თბილისის №1 საპყრობილეში მყოფი 23 არასრუწლოვანიც შეემატება.

ქალთა საპატიმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 130-ადგილიანი არასრუწლოვანთა საპყრობილის მშენებლობა 10 თვის წინათ დაიწყო. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი დაიხარჯა.

ევროსტანდარტებით აღჭურვილ ორსართულიან შენობაში განთავსებული ოთხადგილიანი საკნები ახალი ავეჯით მოეწყო. საპატიმრო განყოფილებას აქვს სააბაზანო, სასეირნო, საგამოძიებო ოთახები და სხვა.

წინასწარ პატიმრობაში მყოფი არასრუწლოვანები აქამდე თბილისის №1 საპყრობილეში ელოდნენ გამოძიების დასრულებასა და სასამართლო განხილვას. მათთვის პირობების გაუმჯობესების გარდა, ახალი საპყრობილის გახსნის შედეგად მოხდება  თბილისის №1 საპყრობილის განტვირთვა.

ახალი ამბები