კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალში ტელეკომპანია „ალანიას“ წამყვანის სახლი დაცხრილეს

15 თებერვალი, 2006

ცხინვალში ტელეკომპანია „ალანიას“  წამყვანის  სახლი დაცხრილეს


დაუდგენელმა პირებმა  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს  ტელეკომპანია „ალანიას“  წამყვანის ვლადიმერ სანაკოევის საცხოვრებელ სახლი, ქალაქ ცხინვალში, 14 თებერვალს ღამით.

თავდამსხმელები სახლის აფეთქებასაც შეეცადნენ, მაგრამ მეზობლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეიარაღებული პირები სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის  ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ. ვლადიმერ სანაკოევის ოჯახზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადასცა მას საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ სანაკოევი ცხინვალიდან გააძევეს.  

ტელეკომპანია „ალანიამ“ მაუწყებლობა გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ტელეკომპანიას „ქართული სპეცსამსახურების არხი“ უწოდა, თუმცა, თბილისში, ამასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.

media.ge

ახალი ამბები