კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვენ

6 აპრილი, 2006

არასამთავრობოები დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვენ

თბილისი.05.04.06.მედიანიუსი. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ პარლამენტს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ ლია მუხაშავრიამ აღნიშნა, ბოლო დროს მომხდარი მკვლელობებით გამოწვეული საზოგადოების აღშფოთების ტალღა დამნაშავეთა გამოვლენისა და დასჯის ქმედითი მექანიზმის გამომუშავებისაკენ უნდა იყოს მიმართული, რასაც გამოძიების არსებული სტრუქტურები ვერ განახორციელებენ, რადგან გამოძიების თვალსაზრისით მათი მიუკერძოებლობა დამოუკიდებლობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

საინიციატივო ჯგუფმა დამსწრეთ გააცნო წინადადება, რომლის თანახმადაც, პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო აქტის სახით უნდა მიიღოს დოკუმენტი კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული პირებისთვის დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უფლების შესახებ.

კოალიციის წევრებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მასმედიას და საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატივას და ჩაერთონ ამ მექანიზმის დახვეწისა და სრულყოფის საქმეში.

ახალი ამბები