კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის #3 საპყრობილეში პატიმარი შიმშილობს

12 აპრილი, 2006

ბათუმის #3 საპყრობილეში პატიმარი შიმშილობს

მსჯავრდებული მურად ჩავლეიშვილი მეოთხე დღეა შიმშილობს. ჩავლეიშვილი თავს უკანონოდ დაკავებულად თვლის და შიმშილობაც ამიტომ დაიწყო.

მურად ჩავლეიშვილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 7 აპრილს საკუთარ სახლში დააკავეს. მისი სახლიდან ხელყუმბარა და ნარკოტიკი ამოიღეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ჩავლეიშვილი ტარიელ ონიანთან საუბრებში და მე-5 საპყრობილეში მომხდარ ბუნტთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

აჭარის სახალხო დამცველი, გიორგი ჩარკვიანი დაკავებულ ჩავლეიშვილს შინაგან საქმეთა სამმართველოს იზოლატორში გაესაუბრა. ჩარკვიანი თვლის, რომ  მურად ჩავლეიშვილი უკანონოდაა დაკავებული: „ის, რომ პიროვნება ნასამართლევია, არ ნიშნავს იმას, რომ ის ბოროტმოქმედია და უნდა დააპატიმრო. ჩავლეიშვილის აყვანა უკანონოდ მოხდა და მისი კავშირი მე-5 კოლონიის ბუნტთან არასარწმუნოდ მიმაჩნია, რადგანაც ის ისეთი პიროვნება არ არის, რომ ტარიელ ონიანთან კავშირი ჰქონოდა“.

ჩავლეიშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ამოღებული ნივთები თვით სოდ-ის თანამშრომლებმა ჩაუდეს: „ერთხელ შემოწმებული ოთახი თავიდან გაჩხრიკეს. სწორედ მეორედ ჩხრეკისას იპოვეს ყუმბარა და ნარკოტიკიც. თუკი რამდენიმე წუთის წინ, იმ ადგილას არაფერი იყო, შემდეგ როგორ გაჩნდა ეს ნივთები?“

ოჯახის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველს სთხოვენ დახმარებას.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები