კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმართა პროტესტი ზუგდიდის საპყრობილეში

17 აგვისტო, 2006

პატიმართა პროტესტი ზუგდიდის საპყრობილეში

12 აგვისტოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის #4 საპყრობილიდან 2 პატიმარი სასწრაფოდ გადაიყვანეს რაიონულ საავადმყოფოში. როგორც გაირკვა კახა ბერიშვილმა და ზაზა წულაიამ პროტესტის განსაკუთრებულ ფორმას მიმართეს. მათ გადაყლაპეს რაღაც კუსტარულად დამზადებული რკინის ბასრი საგნები .საავადმყოფოში ორივეს გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაცია. ექიმების განცხადებით პაციენტების მდგომარეობა რთულია, მაგრამ საიმედო. ბერიშვილსა და წულაიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი ედებათ ნარკოტიკული საშუალებების შენახვა რეალიზაციაში. დაკავებულთა ადვოკატები ამ ეტაპზე კომენტარისაგან თავს იკავებენ.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები