კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაცია ქართულ პრესას ანტისომხურ ისტერიაში ადანაშაულებს

16 მაისი, 2007

საქართველოს   თანამშრომლობის სომხური ცენტრის პრეზიდენტი კარენ ელჩანი ქართულ ბეჭვდით მედიას ანტისომხურ ისტერიაში ადანაშაულებს. ამ მხრივ ის გაზეთებს „ასავალ-დასავალსა“ და „Georgian Times“  ასახელებს.

„ღიად ვაცხადებ, გაზეთები „ასავალ-დასავალი“ და  „Georgian Times“  არა „შავ“ პრესას წარმოადგენენ.  ამ გაზეთებში ხშირია  ფაქტების დამახინჯება, რის შედეგადაც, საზოგადოებას სომხებზე ნეგატიური წარმოდგენა უყალიბდება, “ - განაცხადა ელჩანმა.

მისივე თქმით, თანამშრომლობის სომხური ცენტრი თვალყურს ადევნებს და აგროვებს პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს, რომლებიც  ერთაშორის შუღლს აღვივებს. უახლოეს მომავალში კი,  სასამართლოში ცილისწამებისა და შეურაცხყოფისათვის სარჩელს შეიტანს.

მისი თქმით, ადგილობრივ ინტერნეტ ფორუმებშიც გაჩნდა ანტისომხური ინფორმაციები. ელჩანს  მიაჩნია, რომ ვითარების ამ მიმართულებით განვითარებას მეზობელი თურქეთი უკვეთავს, რომელსაც რეგიონში საკუთარი გეგმების განხორციელება სურს.    

„Georgian Times“-ის  მთავარი რედაქტორის გიორგი კაპანაძის განცხადებით, გაზეთი სომხეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობებითაა დაინტერესებული: „მაგრამ თუ ვინმე, არაოფიციალურად, მაგრამ მაინც  გამოთქვამს პრეტენზიას რამდენიმე ასეულ ქართულ ეკლესიაზე, თავს უფლებას  მივცემთ დავბეჭდოთ ზოგიერთი ამონარიდი ქართულ-სომხური ურთიერთობებიდან,“ - აცხადევს გიორგი კაპანაძე.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები