კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაღათურიამ მოვაჭრეებს მასობრივი აქციებისკენ მოუწოდა

5 ივლისი, 2007

პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული დასის” და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს ე.წ. ”დეზერტირების” ბაზრის შესასვლელთან საინფორმაციო აქცია გამართეს.

როგორც ჯონდი ბაღათურიამ  განაცხადა, ხელისუფლების უკანონო მოქმედებამ ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შექმნა. ”ხელისუფლება მიეჩვია მცირერიცხოვან აქციებს, მათ ხალხის ძალის აღარ ეშინიათ, ამიტომ მოვუწოდებ ყველა პატრიოტს, დადგნენ ჩვენს გვერდით, ორშაბათს, 14.00 საათზე, თბილისის მერიის შენობასთან და დავანახოთ სააკაშვილს ხალხის ძალა. ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია, აღუდგეს ყველა სახის სოციალური შეღავათი პენსიონერებს, დევნილებს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანებს, გაიზარდოს პენსია 118 ლარამდე, ასევე მოვითხოვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაძვირებული მგზავრობის გადასახადის შემცირებას და ცენტრალურ სუპერმარკეტში მოვაჭრე ადამიანებისთვის ვაჭრობისთვის შესაბამისი პირობების შექმნას,” - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები